29 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
კორონავირუსის შემთხვევები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც იზრდება - ინფიცირებულები ძირითადად რუსეთიდან ჩამოსული კურსანტები არიან

კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მატულობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კოვიდინფიცირების 76 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთა უმრავლესობა რუსეთში სასწავლებლად წასული კურსანტია.

მათი უმრავლესობა გამოჯანმრთელდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 37 შეადგინა. ბოლო ინფიცირებული იქაც რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნებული კურსანტია, რომელიც  გუდაუთის ჰოსპიტალში მკურნალობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა უმრავლესობა უკვე განიკურნა, გარდაცვლილია 1 ადამიანი.

დღის ამბები