29 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ეს უნიკალური პროექტია, საქართველო უფრო მწვანე უნდა გავხადოთ, რადგან ეს ქვეყანა ამას იმსახურებს - კარლ ჰარცელი "მზიურის პარკის" გახსნაზე

დღეს "მზიურის პარკი" ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნული პროექტი, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. პარკის გახსნისას ადგილზე გიორგი გახარიასა და კახა კალაძესთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელიც იმყოფებოდა. მან პროექტს უნიკალური უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს იმას, თავისი სილამაზე აჩვენოს. 

"მოხარული ვარ, რომ ამ პარკის რეაბილიტაციაში წვლილი ევროკავშირმაც შეიტანა. ნოდარ დუმბაძე იყო ბრძენი ადამიანი, რომლის ინიციატივითაც ეს პარკი შეიქმნა. ეს უნიკალური პროექტია. მერთან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ქალაქი უფრო მწვანე გავხადოთ, ეს ქვეყანა იმსახურებს იმას, რომ მისი სილამაზე აჩვენოს. 2015 წელს, ტრაგედიის დროს საქართველოში არ ვიყავი, თუმცა ჩვენ ვნახეთ უპრეცენდენტო სოლიდარობა ახალგაზრდების მხრიდან, რომელთა ნაწილი დღესაც აქ არის," - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა. 



დღის ამბები