29 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ამომრჩევლის პოლიტიკური განვითარება მოითხოვს, პარლამენტი იყოს მრავალპარტიული - თამარ კორძაია ოპოზიციის ერთიან სიაზე

საერთო საარჩევნო სიასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას "რესპუბლიკურ პარტიაში" ეხმაურებიან. თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ საკმარისია ის თანამშრომლობა, რომელიც დღეისთვის არის ოპოზიციური პარტიებს შორის და აქცენტი პარლამენტში შესვლის შემდეგ კოალიციურ მთავრობის ფარგლებში გაერთიანებაზე უნდა გაკეთდეს:

"ამომრჩევლის პოლიტიკური განვითარება მოითხოვს იმას რომ პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და მერე უკვე პარლამენტმა შექმნას ოპოზიციური მთავრობა. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, ეს არის შარშანდელი აქციების მოთხოვნა, შესაბამისად, დღევანდელ ვითარებაში რეალისტური არის ის რომ თანამშრომლობა როგორიც არსებობდა პარტიებს შორის, ისე გაგრძელდეს და ამ პარტიებმა შემდეგ პარლამენტში იზრუნონ კოალიციის შექმნაზე," - აცხადებს თამარ კორძაია.

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ კიევიდან მოუწოდებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჯერად უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი მიესალმება ნაბიჯებს, რომელიც მაჟორიტარების კუთხით, კოორდინაციისთვის გადაიდგა, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის. სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ყველამ უნდა გადადოს ამბიციები გვერდზე და ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში გაერთიანდეს.

დღის ამბები