დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღე აღნიშნეს. ელისაბედ მეორე 94 წლის 21 აპრილს გახდა, თუმცა ბრიტანული ტრადიციების მიხედვით, დედოფლის დაბადების დღე, ყოველწლიურად ივნისის თვის დასაწყისში აღინიშნება.
პანდემიის გამო, უინძორის სასახლეში დაბადების დღის ცერემონიაში მონაწილეობა მხოლოდ სამხედროებმა მიიღეს.