29 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
უცხოეთიდან დაბრუნებული ქართველი ემიგტრანტები - 13 000-მდე მოქალაქეს ერთი ისტორია აქვს

თამარ ილურიძე საქართველოს მოქალაქეა, რომელიც სამშობლოში კორონავირუსის დამარცხების შემდეგ დაბრუნდა. "ვიტერბოს უნივერსიტეტის" ქართველი სტუდენტი COVID-19-ით სწორედ იტალიაში, ჯგუფელისაგან დაინფიცირდა. მის მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის ფონზე სამშობლოში კიდევ 13 000-მდე ადამიანი დაბრუნდა.

ნაწილი ჩარტერული რეისით, ნაწილი კი ზღვითა და ხმელეთით. სამშობლოში დაბრუნების გარდა სახელმწიფოს ადგილზე დახმარების თხოვნით უცხოეთში მყოფმა დაახლოებით         22 000-მა მოქალაქემ მიმართა.

კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე სამშობლოში დაბრუნების სურვილი, პირველ რიგში, იმ ადამიანებმა გამოთქვეს, რომლებიც მაღალი რისკის ზონაში იმყოფებოდნენ - ჩინეთში, იტალიასა და ირანში.

კორონავირუსის გამო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდა.

საქართველოში დაბრუნებულთა ნაწილს დღეს პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდნენ. გიორგი გახარიას თქმით, სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა გაცილებით დიდია, თუმცა, ამისთვის საჭიროა ქვეყანაში ღირსეული შრომისა და არსებობის პირობები გაჩნდეს.

13 000 ადამიანის პერსონალურ ისტორიას ერთი საერთო აქვს - ყველა კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაბრუნდა. მათ შორის, ჩინეთის ქალაქ უჰანიდან, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პირველწყაროდ მიიჩნევა.

დღის ამბები