ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე მიმავალ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, მსუბუქ ავტომობილში ჩამონტაჟებული ბუნებრივი აირის სისტემაა გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ერთი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.