29 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ქორწილის, ქელეხის, ნათლობის გამართვის შემთხვევაში, ადგილზე მყოფი ყველა პირი სათითაოდ, 2 000 ლარით დაჯარიმდება

ქორწილის, ქელეხის, იუბილის, ნათლობისა და სხვა ტიპის თავყრილობის გამართვის შემთხვევაში, ადგილზე მყოფი ყველა პირი, სათითაოდ, 2 000 ლარით დაჯარიმდება. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას განაცხადა. ანრი ოხანაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, ხსენებული სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შეიკავონ. სწორედ ამ თარიღამდეა განსაზღვრული გარკვეული შეზღუდვების მოქმედება, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებზე 10-ზე მეტი პირის თავშეყრაც.

"ფიზიკური პირის მიმართ იქნება 2 000 ლარიანი ჯარიმა, ყველა იქ მყოფი პირის მიმართ, ასევე იურიდიული პირის მიმართ 10 000 ლარიანი ჯარიმა,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები