29 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პარლამენტი 18 ივნისიდან დაიწყებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 18 ივნისს იწურება ერთთვიანი ვადა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვისთვის არის გამოყოფილი. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე საჯარო განხილვა ხვალ 13 ივნისს გაიმართება.

"ეს იქნება მეორე საჯარო განხილვა და 18 ივნისს უკვე იწურება ერთთვიანი ვადა, რაც გამოყოფილია საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვისთვის. პრაქტიკულად 18 ივნისიდან პარლამენტი უკვე გადადის ამ ცვლილებების განხილვის პროცესში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ივნისშივე შევძლებთ  ცვლილებების კენჭისყრას  და შეთანხმებული საარჩევნო სისტემის მიღებას უკვე საკანონმდებლო დონეზე," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები