29 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლია

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლია. 50 წლამდე მამაკაცი სომხეთის მოქალაქეა, ის თბილისის ზღვის ჰოსპიტალში სადახლოდან შემოიყვანეს.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, მარეხი ბექაიას ინფორმაციით, ჰოსპიტალში ჩატარებული კვლევებიდან კიდევ ერთი, სუსტად დადებითი პასუხი ჰქონდა ერთ 30 წლამდე მამაკაცს. მისივე თქმით, მამაკაცის ინფიცირების წყარო უცნობია.

"გუშინ ჩატარებული 27 კვლევიდან ერთი დადებითი პასუხი მოვიდა. ეს არის საზღვრის კვეთა, არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, 50 წლამდე მამაკაცი, მძღოლია. სატრანზიტო მოძრაობის დროს, სწრ5აფი ტესტით დაფიქსირდა დადებითი პასუხი, რის შემდეგაც ჩატარდა PCR კვლევა და დადასტუირდა "ოვიდ19." მეორე არის სუსტად დადებითი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, 30 წლამდე მამაკაცი, რომელსაც აქტიური კონტაქტები ინფიცირებულებთან ან საზღვრის კვეთა არ აქვს. ორივე პაციენტი გადაყვანილია მცხეთის კლინიკაში და იქ გაგრძელდება მათი კვლევაც და მკურნალობაც,"-განაცხადა მარეხი ბექაიამ.

მორივე მამაკაცი ამჟამად მცხეთის კლინიკაშია მოთავსებული. 

 შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და, ამ ეტაპზე, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 837-ია. 

3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და ის 697-ს შეადგენს.

გარდაცვლილია 13. კარანტინის რეჟიმში  იმყოფება 3213, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 303 ადამიანი.

დღის ამბები