29 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით უნდა გაგრძელდეს - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გახანგრძლივდება.

"საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით უნდა გაგრძელდეს, რადგან არ არის აღმოფხვრილი ის მიზეზები, რის გამოც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მინდა ყველას მოვუწოდო დაიცვან ეპიდემიის საწინააღმდეგო რეგულაციები. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 7-დან 14 დღეში საერთოდ შევაჩეროთ ინფექცია," - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში COVID-19-ის შემთხვევები მატულობს. რუსეთში კორონავირუსის მაჩვენებელი ნახევარ მილიონს აჭარბებს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 6 500-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვალების მაჩვენებელი თურქეთში 4 ათასზე მეტია. აზერბაიჯანში ვირუსს ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 108 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 245 -მდე გაიზარდა ფატალური შემთხვევების რაოდენობა სომხეთში.

დღის ამბები