29 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
ბოლო 24 საათში დადასტურებული 9 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია. მისი თქმით, სამი მათგანი მედპერსონალია, სამი იმპორტირებული შემთხვევაა ხოლო ორი - უკვე არსებული პაციენტების კონტაქტებია. 

"ბოლო 24 საათში დადასტურებული 9 ახალი შემთხვევიდან 3 არის სამედიცინო პერსონალი, 3 არის საკარანტინო სივრციდან, ანუ შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევა. ორი გახლავთ უკვე დადასტურებულ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი. ერთი გახლავთ ვისი ინფიცირების წყაროც დაუდგენელია და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები