29 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"თსუ-ში სტუდენტები 23 მარტიდან ონლაინ რეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს და ლექციები ტარდება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში. ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული პერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა როდესაც რამდენიმე თანამშრომელს დროის მცირე მონაკვეთით უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, დაინფიცირებულთან სამსახურეობრივი კონტაქტის რაოდენობა საკმაოდ მცირეა. დაინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდებათ PCR ტესტი, ისინი გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა," - ნათქვამია განცხადებაში. თსუ-ს ცნობით, მეათე კორპუსში კიდევ ერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

დღის ამბები