29 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
"დიდი სცენა" ბრუნდება - ყველაზე მაშტაბურ მუსიკალურ პროექტს "რუსთავი 2-ის" მაყურებელი 21 ივნისს ნახავს

"დიდი სცენა" ბრუნდება. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" პროექტის მეორე სეზონს და საბოლოო მონაწილეების შერჩევას იწყებს. გრანდიოზული პროექტისთვის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, შერჩეულია 30 მონაწილე რომლებიც პროექტის შემდეგი ეტაპისთვის იბრძოლებენ.

პანდემიის გამო წელს შესარჩევი კონკურსი განსახვავებული ფორმატით, ონალინ რეჟიმში მიმდინარეობდა. კონკურსანტები საკუთარ ნამღერს თავადვე წერდნენ და ვიდეოს სახით გზავნიდნენ. შერჩეული მონაწილეების ონალინ ქასთინგს მაყურებელი 21 ივნისიდან "რუსთავი 2" -ის ეთერში ნახავს, სწორედ ამ ტურის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ ვინ გადაინაცვლებს საუკეთესო ათეულის რიგებში.

უკვე ცნობილია ჟიურის საუკეთესო სამეულიც, - "დიდი სცენის" მეორე სეზონის კონკურსანტებს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძესთან და გიორგი ცაგარელთან ერთად შეარჩევს.


"რუსთავი 2-ის" მუსიკალური მეგა პროექტი სულ 11 ეპიზოდისგან შედგება - შესარჩევი ტური, ქასთინგის 3 სერია და 8 საკონკურსო კონცერტი. პოსტკოვიდურ პერიოდში, რეკომენდაციების გათვალისწინებით წელს პირველად, ცოცხალი კონცერტები არ იქნება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. სივრცეს, მაყურებლების ინტერაქციასა და ახალ ფორმატს პროექტის შემქმნელები ჯერჯერობით არ ამხელენ.

ისევე როგორც გასულ სეზონზე წელსაც "დიდი სცენა" ყველაზე მაშტაბურ მუსიკალურ პროექტს გვპირდება.

21 ივნისიდან უკვე შესაძლებელია ამ მუსიკალური პროქტის მონაწილე მაყურებელიც გახდეს, ჟიურისთან ერთად სწორედ მაყურებლების აქტიურობაზეა დამოკიდებული, თუ ვინ გახდება "დიდი სცენის" ფინალისტი.

დღის ამბები