29 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
სააკაშვილი არაა საჯარო მოხელე, მის გულში მუდმივად არის საქართველო და მასზე საუბარს ვერ დავუშლით - იგორ დოლგოვი

უკრაინის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა. იგორ დოლგოვი საქართველოს საგარეო უწყებაში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარეს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად კი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიურ ჩართვას აანონსებს.

იგორ დოლგოვმა განმარტა, რომ სააკაშვილი უკრაინაში საჯარო მოხელე არ არის და შეუძლია საკუთარი პოზიცია ნებისმიერ ფორმატში დააფიქსიროს.

"უკრაინის პოზიცია აღნიშნულ საკითხზე არის ის, რომ სააკაშვილი არ არის საჯარო მოხელე, ისაა ქართველი, თავისი ცხოვრებით და ეროვნებით, მის გულში მუდმივად არის საქართველო და მასზე საუბარს ვერ დავუშლით. გააჩნია თავისი ნოსტალგიები სამშობლოსთან. ვფიქრობ, რომ აქვს უფლება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსიროს, რაც ბუნებრივია და ტრაგედიას არ წარმოადგენს. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ, როგორც ელჩმა," - განაცხადა იგორ დოლგოვმა.

დღის ამბები