29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობის წერილს უგზავნის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობის წერილს უგზავნის.

ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას, COVID-19 პანდემიასთან ბრძოლისათვის და 4 ივნისს გლობალური ვაქცინის სამიტში მონაწილეობისათვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ სამიტი საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი იყო, რომლის ფარგლებშიც საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით ვირტუალურად გაერთიანდა.

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო გლობალური ვაქცინის სამიტზე, 4 ივნისს, თქვენი მონაწილეობისათვის.

 სამიტი საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი იყო, რომლის ფარგლებშიც საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით ვირტუალურად გაერთიანდა ვაქცინის ალიანსის, „Gavi“-ს, მხარდასაჭერად. მონაწილეობა 60-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო, ჩვენ კი 8,8 მილიარდი აშშ დოლარი შევკრიბეთ, რაც ჩვენს მიერ მიზნად დასახულ 7,4 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა.

ეს პერიოდი გადამწყვეტია გლობალური ჯანდაცვისთვის. ჩვენ ყველამ დავინახეთ საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და თუ რამდენად დაუცველი ვართ მარტო მოქმედებისას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სამიტზე მიღებული გამოცდილება იმუნიზაციისადმი გლობალური ვალდებულების მაღალი დონის შესანარჩუნებლად. მხოლოდ ერთიანობით მივაღწევთ ჩვენს კოლექტიურ მიზნებს და მოვახდენთ თავიდან აცილებადი სიკვდილიანობისა და პანდემიის მომავალი ტალღების პრევენციას.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ლიდერობისათვის და თქვენს მიერ შეტანილი წვლილისათვის საერთაშორისო საზოგადოებასთან COVID-19 პანდემიისა და თავიდან აცილებადი სიკვდილიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში," - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წერილში.

დღის ამბები