29 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
რატომ გადაიდო ისრაელსა და საქართველოს შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენა - ისრაელის ელჩი მიზეზებზე საუბრობს

რატომ გადაიდო ისრაელსა და საქართველოს შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენა - განმარტებები საკითხზე საქართველოში  ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გააკეთა.

როგორც რან გიდორი განმარტავს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ისრაელში კორონავირუსის ინფექციის შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება ტურისტული მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის.

"ისრაელი, ამჟამად საშუალოდ 15 000 PCR ტესტს ვატარებთ ყოველდღიურად, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ბუნებრივია, რაც უფრო მეტ ტესტირებას ვატარებთ, მით მეტ შემთხვევას ვავლენთ. შესაბამისად, ფრთხილად უნდა ვიყოთ და შედარებით შევანელოთ ჩვენი მოლაპარაკებები საქართველოსთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა მაინც გვაქვს სურვილი, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც ტურისტულ ბმებსა და პირდაპირ ფრენებს აღვადგენთ. მაგრამ ეს ივნისის პირველ რიცხვებში ვერ მოხდება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ივლისის პირველ რიცხვებში ფრენები აღდგება. მოვლენების განვითარებას თვალი უნდა ვადევნოთ და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ," - განაცხადა ისარელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ.

დღის ამბები