29 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
ვინ შეცვლის სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ქეთევან ციხელაშვილს - პრემიერმა მისი ვინაობა არც დღეს დაასახელა 

ვინ შეცვლის სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ქეთევან ციხელაშვილს - მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მას მთავრობაში 4 წლიანი მოღვაწეობის გამო მადლობა გადაუხადა. პრემიერმა არც დღეს დაასახელა, ვინ ჩაანაცვლებს მინისტრის პოსტზე ქეთევან ციხელაშვილს.

"მინდა ქალბატონ ქეთევან ციხელაშვილს გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო. ის თითქმის 4 წელია საქართველოს მთავრობაში მოღვაწეობს, მას ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა უკავშირდება. მათ შორის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც სერიოზული მცდელობაა, შევქმნათ ნორმალური პირობები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის და აღვადგინოთ სამოქალაქო ხიდები სხვადასხვა მიმართულებით.

ამაში ქეთევან ციხელაშვილს სერიოზული წვლილი მიუძღვის. ის გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ ფრონტზე და დარწმუნებული ვარ, რომ მისი კვალიფიკაცია, ცოდნა და დაგროვილი გამოცდილება დაეხმარება ქვეყანას, გააღრმავოს და კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს ევროპის მიმართულებით ჩვენი დიპლომატიური მიღწევები. ვინ შეცვლის ქალბატონ ქეთევანს ამ თანამდებობაზე, საზოგადოებას მოგვიანებით შევატყობინებთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები