წყალდიდობა ჩინეთში - სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
ჩინეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
ევაკუირებულია 200 ათასზე მეტი ადგილობრივი. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები.
განადგურებულია 1,300-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონებს 500 მილიონ დოლარამდე ზარალი მიადგა.