29 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
დაჭრა რუსთავში - ახალგაზრდა მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს

დაჭრა რუსთავში - მძიმე დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

"30 წლის ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს. მას სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა. გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა ფასდება მძიმედ,"- აღნიშნა ექიმმა გიორგი აფციაურმა.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

დღის ამბები