29 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
შემოდგომაზე შემთხვევების ახალი ტალღაა მოსალოდნელი, მთავარია ეპიდსიტუაცია არ გაგვექცეს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემოდგომაზე შემთხვევების ახალი ტალღაა მოსალოდნელი. ამიტომ გახშირებული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ეპიდვითარების კონტროლი.

"მეორე თუ მესამე ტალღებზე სერიოზული საუბარია, იმიტომ, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის ბუნება არ არის ცნობილი. კორონავირუსი გახლავთ ე.წ. რესპირაციული ვირუსების ჯგუფის წარმომადგენელი. ასეთი ვირუსები განსაკუთრებით მწვავდება, როცა ცივი პერიოდი იწყება. ვთქვათ, ჩვენთან ოქტომბრის შუა რიცხვებიდან.

საუბარი არის ამაზე, რომ შესძლებელია იყოს მეორე ტალღა და ამიტომ ყველა ქვეყანა სერიოზულად უნდა მოემზადოს. მზადყოფნის რეჟიმი გასაძლიერებელია, მთავარია, რომ ეპიდსიტუაცია არ გაგვექცეს ხელიდან," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთა წყაროც ჯერჯერობით დაუდგენელია. ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევები.

დღის ამბები