29 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
საზღვრის ხელოვნურად შექმნის მცდელობა ევროპის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს არღვევს - ეუთოში აშშ-ის ელჩმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

ეუთოში აშშ-ის ელჩმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. ჯეიმს გილმორის თქმით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც აღარ სურს, რუსეთის ნაწილი იყოს, რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გავიდეს.

ინტერვიუში, რომელსაც Unian.net აქვეყნებს, ამერიკელი დიპლომატი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს საქართველოს ტერიტორიებია.

"საზღვრის ხელოვნურად შექმნის ნებისმიერი მცდელობა ევროპის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს არღვევს. საქართველოს მიზანია, ერთიანი ქვეყანა ჰქონდეს და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. საქართველოს სურს, სუვერენული სახელმწიფო იყოს და თავისი მომავალი განსაზღვროს," - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ეუთო-ში.

დღის ამბები