29 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ტყიბულში მინდელის შახტში ვითარების შესასწავლად ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ჯგუფი გაემგზავრა

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტექნიკური ინციდენტის შედეგად, რომელიც შახტის ერთ-ერთი ლიფტის ავარიულ გამორთვას უკავშირდება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი, ადგილზე ვითარების შესასწავლად გაემგზავრა.  

სააგენტოს სპეციალისტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეისწავლიან ავარიის წარმოშობის მიზეზებსა და გარემოებებს, რომლის შედეგადაც მომზადდება დასკვნა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები იქნება გატარებული.

დღის ამბები