29 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ლომისობის დღესასწაულზე ტაძრის ეზოში მამაკაცი გარდაიცვალა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ლომისის წმინდა გიორგის სახელობის  ეკლესიის ეზოში მამაკაცი გარდაიცვალა.

მიზეზი, სავარაუდოდ,  გულის შეტევა გახდა.

როგორც "რუსთავი2"-ს შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლომისობის დღესასწაული დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება.

დღის ამბები