29 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს განმსაზღვრელი იმის, თუ ვინ მოხვდება პოლიტიკურ სიაში - გიორგი გახარია

"რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს განმსაზღვრელი და მის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა იმასთან დაკავშიებით, პოლიტიკურ სიაში ვინ მოხვდება" - ამ სიტყვებით უპასუხა პრემიერმა გიორგი გახარიამ კითხვას, თუ ვინ ადგენს "ქართულ ოცნებაში" სიებს წინასაარჩევნოდ.

გახარიას თქმით, როდესაც სიების შედგენაზე დაიწყება კონსულტაციები, საკუთარ აზრს დააფიქსირებს. 

"რას ნიშნავს კვოტა?! ხალხნო, ჩვენ ვსაუბრობთ გუნდურ მუშაობაზე. "ქართული ოცნება" არის გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი თავმდჯომარე. რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს განმსაზღვრელი და მის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა იმასთან დაკავშიებით, პოლიტიკურ სიაში, პარლამენტში არჩევნების წინ, ვინ მოხვდება. ეს ნორმალურია. როდესაც ეს განხილვები დაიწყება, მე, როგორც გუნდის წევრი, ჩემს სათქმელს ვიტყვი. ჯერ ეს არც დაწყებულა, ნუ ჩქარობთ," - აღნიშნა გახარიამ.

დღის ამბები