29 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულია პირი, რომელსაც ნარკოტიკული მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანასაც ედავებიან

ოჯახში ძალადობის ბრალდებით საპატრულო პოლიციამ თბილისში 1 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მშობლებსა და დას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ დაკავებულს სახლში უკანონოდ მოჰყავდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვისა და მოყვანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა და 265-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები