29 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ გამოსვლები გრძელდება - ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი მივიდა

შეერთებულ შტატებში რასიზმის წინააღმდეგ გამოსვლები გრძელდება. პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი მივიდა. 46 წლის აფრო-ამერიკელი ჰიუსტონში დაკრძალეს.

ქალაქის მერმა 9 ივნისი ჯორჯ ფლოიდის დღედ გამოაცხადა. პარალელურად მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები იყო შტატების სხვა ქალაქებში. დემონსტრანტები სისტემური რასიზმის წინააღმდეგ რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

25 მაისს ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ანტირასისტული გამოსვლები მოჰყვა.

დღის ამბები