მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს. პანდემიის ეპიცენტრში - შეერთებულ შტატებში გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 114 ათასს აჭარბებს. გასულ დღე-ღამეში COVID-19-ის 32 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა ბრაზილიაში.
ევროპის ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს. ბოლო ერთი კვირაა საფრანგეთში ვირუსით გარდაცვლილთა დღიური რაოდენობა 100-ს არ აჭარბებს. 25 ივნისიდან დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება ეიფელის კოშკი.
საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით კი იმ ქვეყნების სიას, რომლებთანაც საზღვრებს ხსნის, იტალიაც დაემატება.