29 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
მრავალპოლუსიანი პარლამენტის მეშვეობით გამოვალთ იმ მოჯადოებული წრიდან, რომელშიც ბოლო 30 წელია ვიმყოფებით - გიორგი გუგავა

"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, მომავალი მოწვევის პარლამენტი პარტიული მრავალფეროვნებით დაკომპლექტდეს.

გუგავა აცხადებს, რომ მაჟორიტარული ერთობა მნიშვნელოვანია.

"მაჟორიტარული ერთობა, ამავე დროს სუვერენულობა თითეული პარტიისა, რომელიც დამოუკიდებელი პლატფორმით, საკუთარი ხედვებით გამოვა ამ არჩევნებზე შექმნის უნიკალურ საშუალებას იმისა, რომ შეიქმნას მრავალპოლუსიანი პარლამენტი, რომელიც ფორმირებას მოახდენს კოალიციური მთავრობის და გამოვალთ იმ მოჯადოებული წრიდან, რომელშიც ბოლო 30 წელია ვიმყოფებით,"- განაცხადა  გუგავამ.

დღის ამბები