29 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ყოველთვის შევინარჩუნებთ დიალოგის რეჟიმს, რომ მოვახერხოთ ისეთი ფორმულის მოძებნა, რომელიც უზრუნველყოფს "ქართული ოცნების" ყველა მაჟორიტარის დამარცხებას - ბადრი ჯაფარიძე

დავით ბერძენიშვილის პოლიტიკურ ფორმულას, რომელმაც თბილისის 8 საარჩევნო ოლქი ოპოზიციურ პარტიებს შორის პირობითად გადაანაწილა, პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე "ღამის კურიერში" გამოეხმაურა. 

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა "ლელო" კანდიდატების წარდგენას დამოუკიდებლად აპირებს, თუმცა ამავდროულად, მიესალმება ოპოზიციის შეთანხმებას კანდიდატებთან დაკავშირებით:

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ ბატონი დავითის მცდელობას, რომ იქნეს შეთანხმება მიღწეული ოპოზიციურ  პარტიებს შორის, უბრალოდ ისტორია ამ საკითხის არის ისეთი, რომ ჩვენ თავიდანვე არ ვმონაწილეობდით ამ მოლაპარაკებებში, თავდაპირველადე განვაცხადეთ, რომ შევარჩევდით 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში ძლიერ კანდიდატებს და პარალელურად, მიმდინარეობდა პროცესი ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების. შესაბამისად ჩვენ არ გადაგვიხვევია ჩვენი გზისთვის, ჩვენ მუდმივად ვართ დიალოგში, ვაგრძელებთ მუშაობას, ძალიან მოხარული ვიქნები, თუ იქნება მიღწეული შეთანხმება იმ პარტიებს შორის, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობენ. პარალელურად, ყოველთვის შევინარჩუნებთ დიალოგის და დისკუსიის რეჟიმს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ისეთი ფორმულის მოძებნა ყველა მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც უზრუნველყოფს "ქართული ოცნების" ყველა მაჟორიტარის დამარცხებას," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.  

დღის ამბები