14 ივნისს "ლენო რეკორდსის" სტუდია 10 წლის ვუნდერკინდ პიანისტს ცოტნე ზედგინიძეს, ხოლო 27 ივნისს სანდრო გეგეჭკორის კონცერტს უმასპინძლებს. 19 წლის ვირტუოზი პიანისტის პირველი ონლაინ კონცერტი "მოცარტ ჰაუსის", "ვიენა ვირტუზოს", რახმანინოვის მუზეუმისა, ამსტერდამის საერთაშორისო ფესტივალის ინიციატივით და "კონცეპტ არტის" მხარდაჭერით იმართება.
ვირტუალურ მუსიკალურ წარმოდგენას ონლაინრეჟიმში არაერთი საერთაშორისო პლატფორმა გააშუქებს. ცოტნე ზედგინიძე კი აღნიშნულ კონცერტზე პირველად შეასრულებს საკუთარ ნაწარმოებს, რომელიც დედის ხსოვნას მიუძღვნა.
ავტორი: სალომე თარხნიშვილი