29 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
რამდენად რეალურია ექსპრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება - გიორგი კვირიკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნება ისევ განხილვის თემა გახდა. იქნება თუ არა ექსპრემიერი პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის მიერ ახლადდაფუძნებული პარტიის ლიდერი - ამ კითხვაზე განმარტება ყოფილი გიორგი კვირიკაშვილისგან "კურიერმა" წერილობით მიიღო. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" დამფუძნებლები მისი მეგობრები არიან, თუმცა არც აქტიურ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას და არც კონსულტაციებს არ ადასტურებს.

ყოფილ პრემიერთან კონსულტაციებს ადასტურებენ დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ დაფუძნებულ პარტიაში, სადაც, ასევე, ამბობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილი, ამ ეტაპზე, პოლიტიკაში დაბრუნებაზე არ ფიქრობს.

გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და პარტიის სათავეში მისი ყოფნა პოლიტიკურ განაცხადად მიაჩნიათ ახალ პარტიაში. მთავრობის ყოფილი მეთაურის ყოფილი თანაგუნდელების ნაწილი ფიქრობს, რომ კვირიკაშვილის ფაქტორი ხელისუფლების წინააღდეგ ბრძოლაში მნიშვნლოვანი იქნებოდა

ყოფილი თანაგუნდელის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურად გააქტიურებაში, თუკი ეს ასე იქნება, პრობლემას ვერ ხედავენ "ქართულ ოცნებაში." მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის მიუხედავად "ქართული ოცნება" არჩევნებში უპირობოდ გაიმარჯვებს.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის თანამდებობიდან 2018 წელის 13 ივნისს გადადგა. მიუხედევად შეთავაზებისა, მთავრობის ყოფილი მეთაური დღეს აცხადებს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე არ ფიქრობს.

დღის ამბები