29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
სოფელ გამარჯვებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საკრებულოს დეპუტატს ბრალდება წარედგინა

სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გიორგი ჭინჭარაულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა. 

პროკურატურის ცნობით, 7 ივნისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ჭინჭარაულს მისივე თანასოფლელებთან, ძმებთან გ.ჭ.-სთან და მ.ჭ-სთან შელაპარაკება მოუხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

"აღნიშნულის შემდეგ გ.ჭ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა, თუმცა მოგვიანებით მომხდარის შედეგად განაწყენებულმა, შურისძიების მიზნით გ.ჭ.-ს და მ.ჭ-ს დაუწყო ძებნა, რის შემდეგაც მათ შორის კვლავ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც გ.ჭ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გ.ჭ.-ს და მ.ჭ-ს გულმკერდის და მუცლის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. 

"სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. გ.ჭ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ მიმართა სასამართლოს გ.ჭ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით," - ნათქვამია განცხადებაში. 

შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა. გია ჭინჭარაულმა მის მოგვარე ძმებს ჭრილობები გულ-მკერდისა და მუცლის არეში მიაყენა.

დღის ამბები