29 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ავარია ფოთში - ავტომობილი ქვეითთა გადასასვლელზე 69 წლის ქალს დაეჯახა

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომანქანა 69 წლის ქალს დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ამ წუთებში პაციენტს კვლევები უტარდება.

"112-ის ბრიგადის მიერ, ავტოსაგზაო შემთხვევიდან შემოყვანილ იქნა 69 წლის ქალი. ამჟამად იმყოფება მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და მიმდინარეობს კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სტაბილურია. პაციენტი გონზეა. დანარჩენი კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი," - განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დღის ამბები