უხვმა ნალექმა ჩინეთის სამხრეთში მდებარე პროვინციებში მილიონამდე ადგილობრივი დააზარალა. გარდაცვლილია 9 ადამიანი.
დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. ათასობით მოქალაქე ამ დრომდე უსახლკაროდაა დარჩენილი.
ჩინეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ამინდის გაუმჯობესება უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი არ არის.