ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერლის ჩარლზ დიკენსის გარდაცვალების 150 წლის თავზე, ვესტმისტერის სასახლე მწერლის ნამუშევრებით და სურათების ილუმინაციებით გაფორმდა.
დიკენსის შემოქმედებამ თავისი ეპოქა შექმნა ინგლისის კრიტიკული რეალიზმის ისტორიაში. მწერალი 1870 წლის 9 ივნისს გარდაიცვალა. ყოველწლიურად ვესტმისტერის რეგიონში მწერლისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის ღონისძიება პერმანენტულად იმართება.