29 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
ყველა მაჟორიტარულ ოლქში დავაყენებთ კანდიდატებს, ჩვენი ამოცანა ამ ხელისუფლების ჩამოშორებაა - მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მათი პარტია ყველა მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატს დააყენებს.

ხაზარაძის თქმით, შეიძლება ითქვას, რომ მათ, საარჩევნო კაპმანია დაიწყეს.

"ჩვენი სტრატეგია არის უცვლელი. ყველა მაჟორიტარულ ოლქში ჩვენ დავაყენებთ კანდიდატებს და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პრაქტიკულად, საარჩევნო კამპანია დავიწყეთ. ჩვენი ამოცანაა ამ ხელისუფლების ჩამოშორება მართვის სადავეებიდან," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები