29 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას - სუსი

მიმდინარე წლის 6 ივნისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ სამი პირი დააკავეს, ფაქტის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს ეცნობათ - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

"უკანონო დაკავების ფაქტზე მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.

მომხდარის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ეცნობა. 

ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას" - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფახულანის ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალებმა მოქალაქეები ორი დღის წინ გაიტაცეს.

დღის ამბები