29 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
მსურდა COVID-19-ით დაინფიცირება, რათა ხალხისთვის მეჩვენებინა რომ კორონავირუსი ჭირი არ არის - ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას სურდა COVID-19-ით დაინფიცირება, რათა ხალხისთვის საკუთარ მაგალითზე ეჩვენებინა, რომ ახალი კორონავირუსი ჭირი არ არის. ამის შესახებ Украинская Правда წერს.

პრეზიდენტის მტკიცებით, მას არ ეშინია კორონავირუსით დაინფიცირების და სურდა ქვეყანაში განვითარებული პანიკის ფონზე დეპრესია არ განვითარებულიყო, თუმცა, ამ იდეაზე საბოლოოდ უარი განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს  ურჩიეს აღნიშნული იდეისგან თავი შეეკავებინა, ვინაიდან შესაძლოა, საზოგადოებას ეს აღექვა, როგორც პიარნაბიჯი.

"მე მსურდა, ჩემს თავზე გამომეცადა ეს ეტაპი, რათა ხალხის მდგომარეობა შემემსუბუქებინა. მე ჩემებს შევთავაზე: მოდით მე დავინფიცირდები, გადამიყვანენ იზოლაციაში და ამას ნორმალურად გავუმკლავდები. იმისათვის, რომ ხალხი მიმხვდარიყო - ეს საშიში არის, შენ შეგიძლია დაინფიცირდე, შენ ცუდად იგრძნობ თავს და მე ამას ჩემს თავზე გამოვცდიდი.

ოჯახი არ მაპატიებდა, იტყოდნენ, რომ გიჟი ვარ და პრინციპში მართლებიც იქნებოდნენ," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღის ამბები