29 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით უკიდურესად ნაადრევია - გიორგი გახარია

საქართველოში კოვიდ ინფიცირების 8 ახალი შემთხვევაა, მათ შორის 3 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. 

"სამწუხაროდ, დღეს ისევ გვიწევს დავიწყოთ ციფრებზე საუბარი, რადგან 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. მათგან სამი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, კერძოდ ბოჭორიშვილის კლინიკიდან. ორი შემთხვევა კი წარმომავლობის თვალსაზრისით ჯერ კიდევ გაურკ​ვეველია. ვრწმუნდებით, რომ საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, უკიდურესად ნაადრევია,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები