ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით სამტრედიაში 1 პირი დააკავეს. 48 წლის მამაკაცი პოლიციამ სამტრედიაში აიყვანა.
გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, რამდენიმე დღის წინ ტაქსით მგზავრობის დროს, მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ცივი იარაღით ხელზე მსუბუქი დაზიანებები მიაყენა.
მამაკაცის დაკავება დაზარალებულის განცხადების საფუძველზე განხორციელდა.