29 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
საბერძნეთში მიგრანტების არალეგალურად გადაყვანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 36 წლის პირს ბრალად მიგრანტების არალეგალურად გადაყვანა ედება. ის სამართალდამცველებმა თესალონიკში აიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდებულს ყალბი სანომრე ნიშნის სამგზავრო ავტომობილით 13 ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა.

მძღოლი პოლიციას არ დაემორჩილა და სიჩქარეს მოუმატა, რის შემდეგაც მანქანა გზიდან გადავარდა. მიგრანტების გადაყვანასთან ერთად, დაკავებულს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საგზაო წესების დარღვევა და თაღლითობა ედება.

დღის ამბები