29 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთ პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც წარმოადგენდა აჭარის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ფაქტობრივ ხელმძღვანელს, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებულ სასაქონლო ზედნადებებში შეიტანა.

ხე-ტყის წარმოშობის და ფირნიშის ყალბი მონაცემები, რითაც სამოქალაქო ბრუნვაში მოაქცია უკანონოდ მოპოვებული დაახლოებით 127 530 ლარის ღირებულების მასალა. 

დღის ამბები