29 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს სასამართლომ 1,25 მილიონი დოლარის გირაო შეუფარდა

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს სასამართლომ გირაო1,25 მილიონი დოლარი შეუფარდა.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელი გირაოს სახით 1,25 მილიონი დოლარს გადაიხდის. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რომლის წინაშეც 44 წლის დერეკ შოვინი პირველად წარდგა. ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. 

როგორც „ბიბისი“ წერს, შოვინი სასამართლო სხდომაზე დისტანციურ რეჟიმში წარდგა. 15-წუთიანი მოსმენის დროს მას არ უსაუბრია. შოვინს ბორკილები ედო და ნარინჯისფერი ფორმა ეცვა. ამჟამად დერეკ შოვინი მინესოტის სახელმწიფო სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული. მის საქმეზე შემდეგი მოსმენა 29 ივნისს ჩაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ბრალდებულს გირაოს სახით ერთი მილიონის გადახდა დააკისრეს, თუმცა დღეს სასამართლომ თანხის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზედაც შოვინის მიმართ წარდგენილი ბრალის სიმძიმე და საზოგადოების აღშფოთება დაასახელა.

დერეკ შოვინს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი. მათ შორის არის მეორე ხარისხის მკვლელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10-დან 40 წლამდე პატიმრობას ელოდება.

მინეაპოლისის პოლიციის თანამშორმელმა 25 მაისს, ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გამოყენებაში ეჭვმიტანილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკავების დროს ძალა გამოიყენა, რა დროსაც მან ფლოიდს კისერზე მუხლი რამდენიმე წუთის განმავლობაში დააბჯინა. ამის შედეგად ფლოიდი გარდაიცვალა.

დღის ამბები