29 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
კურორტ გომისმთაზე 22 წლის ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთაზე 22 წლის ლაშა ბურჭულაძეს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. მიუხედავად იმისა, რომ სამძებრო სამუშაოებში გურიისა და იმერეთის რეგიონების მაშველები, დრონები და ყველა საჭირო საშუალება ჩართულია, ახალგაზრდა კაცის პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

სოფლის რწმუნებულის განმარტებით, სამძებრო სამუშაოები ღამით შეწყდება და დილას განახლდება. მეზობლები დღის მანძილზე გავრცელებულ ვერსიას, თითქოს ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან ოჯახთან კონფლიქტის გამო წავიდა, არ ადასტურებენ.

"ისევ ისეთი სიტუაციაა, როგორიც დილით იყო. ჩართულია სამაშველო, ცალკე პოლიცია, ცალკე ადგილობრივი ახალგაზრდობა,“ - აცხადებს მერის წარმომადგენელი სოფელ შემოქმედში სოსო სადრაძე. 

დღის ამბები