29 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
თუკი ვინმე მიზანმიმართულად არღვევს 8 მარტის შეთანხმებას, ეს ენმ და მათთან აფილირებული ჯგუფებია - ანრი ოხანაშვილი

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ თუკი ვინმე 8 მარტის შეთანხმებას არღვევს, ეს ოპოზიციონერი დეპუტატები არიან. ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ ოპონენტები ცდილობენ, კრიმინალსა და შეთანხმბის პირობების შესრულებას შორის ტოლობის ნიშანი დასვან და თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ამაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.

"თუკი ვინმე, მიზანმიმართულად არღვევს 8 მარტის შეთანხმებას, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და მათთან აფილირებული ჯგუფები. ეს ხალხი, დასტურდება უკვე, რომ მოწადინებული არიან დაარღვიონ 8 მარტის შეთანხმება და ამას პოლიტიკურად თამაშობენ და ინსცენირებას ახდენენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებაზე და ვინმე რურუას გათავისუფლებას შორის დასვან ტოლობის ნიშანი. მეუბნებიან იმას, რომ თურმე ესეთ დანაშაულებრივ შეთანხმებას ჰქონდა ადგილი, რაც არის აბსურდი. საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ დაიჯერებს იმას, რომ  ასეთი ტიპის შეთანხმება შეიძლებოდა შემდგარიყო,“ - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მმართველი ძალის მიზანია, შეთანხმება ბოლომდე იქნას მიღწეული და ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს. 

""ქართული ოცნებ"ა არის იმ მიზნით, რომ ეს შეთანხმება იქნას ბოლომდე მიღწეული, მაგრამ სამართლის ვადის დაწესება, რომ რაღაც დროში შეჩერდეს და ის იყო არჩევნებთან დაკავშირებული, მე ვფიქრობ, ეს არ არის სწორი. თუკი პირმა ჩაიდინა დანაშაული, მიუხედავად პერიოდისა, ეს იქნება საარჩევნო პერიოდი თუ არასაარჩევნო, რა თქმა უნდა, სამართალი ვერ შეჩერდება,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

დღის ამბები