29 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტში 4 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა იქნება - ირაკლი კოვზანაძე

2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტში ხვალ შევა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, კანონმდებლები ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს ელოდებიან, რის შემდეგაც საკომიტეტო განხილვები დაიწყება.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტში 4 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა იქნება.

"2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 4,5%-იან ზრდაზე. საქართველოში არის ეკონომიკური კრიზისი, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აქედან გამომდინარე, გვექნება  4%-იანი ეკონომიკური ვარდნა, ეს არის ჩადებული. ასევე ჩადებული არის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დეფიციტი და ეს დეფიციტი იქნება ბიუჯეტში 8,5%-ის ფარგლებში. დანარჩენი ციფრები ხარჯვითი ნაწილის შემოსავლების, ყველაფრის პრეზენტაცია მოხდება ხვალ," - განმარტა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

დღის ამბები