29 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე ნივთიერ და წერილობით მტკიცებულებებს იკვლევენ.

მისივე თქმით, ბრალდების მხარის მოწმეები უნდა დაეკითხათ, თუმცა მოულოდნელად გადაწყვეტილება შეცვალეს. თორაძეების საქმესთან დაკავშირებით კი, საძაგლიშვილის თქმით, მათ ოფიციალურად არავინ დაკავშირებია

"აღმოვაჩინეთ, რომ იარაღის მჭიდზე დატანილია ნომერი, შესაბამისად ეს ნომერი მითითებული უნდა ყოფილიყო ჩხრეკის ოქმში, თუმცა ჩხრეკის ოქმში ეს ნომერი არ გვხვდება, მაგრამ გვხვდება მაგალითად 10 ლარიანი კუპიურის ნომერი, რომელიც გიორგის ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ ჩადებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ბუნებრივია მჭიდთან და ვაზნებთან ერთად. ასევე გამოვიკვლიეთ გიორგი რურუას ტანსაცმელი და არც შარვალი და არც მაისური არ აღმოჩნდა იმ შემადგენლობის, რაც ხელს შეუშლიდა მასზე მეტალის კვალის გადასვლას. შესაბამისად, საქმეში არსებული საექსპორტო დასკვნა მეტალიზაციასთან დაკავშირებით, ცალსახად ადასტურებს, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

დღის ამბები