29 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ალექსანდრე ივანოვს ბრალი დაუმძიმდა

ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ალექსანდრე ივანოვს ბრალი დაუმძიმდა. როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა განაცხადა, ივანოვს პოლიციელებზე თავდასხმასთან ერთად ხულიგნობასა და ოჯახში ძალადობასაც ედავებიან.

5 ივნისს თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ალექსანდრე ივანოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე ფანჯრიდან მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ალექსანდრე ივანოვი დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა. 

დღის ამბები