29 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ქვეყნებთან საზღვრის გახსნის მთავარი კრიტერიუმი ეპიდემიის მხრივ იმ ქვეყანაში არსებული ვითარება იქნება, საიდანაც საქართველოში ტურისტები შემოვლენ

ისრაელთან ერთად, ბალტიისპირეთი და ჩეხეთიც იმ სიაში იქნებიან, ვინც საქართველოს საზღვრებს გაუხსნის და პირიქით. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქვეყნებთან საზღვრის გახსნის მთავარი კრიტერიუმი ეპიდემიის მხრივ იმ ქვეყანაში არსებული ვითარება იქნება, საიდანაც საქართველოში ტურისტები შემოვლენ.

"მიმდინარეობს ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების ფორმატით თანამშრომლობა და მოლაპარაკება. პირველ რიგში ჩვენ ასევე ვსაუბრობთ, რომ ქვეყნების ჩამონათვალიც იქნება ეტაპობრივად გადახედილი, ეტაპობრივად გაიხსნება სხვადასხვა ქვეყნებთან და მთავარი კრიტერიუმი, თუ როგორ და რა პრინციპით მივდივართ, ეს არის მეორე ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობა," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

დღის ამბები