29 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
ბარ-რესტორნები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, სასტუმროები - დღეიდან ყველა სექტორი სრული დატვირთვით იმუშავებს

დღეიდან ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა სექტორი სრული დატვირთვით იმუშავებს. იხსნება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი.

მუშაობას იწყებს ბარ-რესტორნები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, სასტუმროები.

მანამდე მუშაობის უფლება იმ ბარ-რესტორნებს მიეცათ, რომლებსაც ღია სივრცე ჰქონდათ, ამიერიდან კი ეს პრივილეგია ყველასთვის ხელმისაწვდომია.

რესტორნების მეპატრონეები შეზღუდვების მოხსნას მიესალმებიან, თუმცა ამბობენ, რომ თუ საბანკო სფერო მათ გვერდით არ დაუდგება, ისინი შესაძლოა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.

ხელისუფლებისგან დაპირებული დახმარების მოლოდინში არიან სასტუმროებიც.  

დღის ამბები